ᲒᲠᲣᲛᲘᲜᲒᲘᲡ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲔᲑᲘ

თანამედროვე ცხოველების სალონი მომხმარებელს მრავალპროფილურ მომსახურებას სთავაზობს. Molly's-ში თითოეული პროცედურა ინდივიდუალურად, პერსონალიზებული მიდგომით ერგება ცხოველის ჯიშს, ასაკსა თუ ფიზიოლოგიურ საჭიროებებს. გრუმინგ სალონის სერვისები მოიცავს შემდეგი სახის პროცედურებს: ბეწვის ტიპის შესაბამისი პროფესიონალური შამპუნით დაბანა, ბეწვის დამუშავება და მოდელირება, ფრჩხილების დაჭრა და ფორმირება, ყურების წმენდა. თბილისში გრუმინგ სალონში ასევე დაგხვდებათ ძაღლების ბაღი : კომფორტული და უსაფრთხო სივრცე, სადაც თქვენი ოთხფეხა მეგობარი დროის ნაყოფიერად და ხალისიანად გატარებას შეძლებს.